11:01 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 11:53:46, 1010 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის რაიონში უსახური ავტოფარეხების ნაცვლად, სამი სკვერი მოეწყო

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, სამი ახალი სკვერი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, სკვერების ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. 

ტერიტორია დეკორატიული ფილებითმოპირკეთდა,განთავსდა თანამედროვე საბაღე ინფრასტრუქტურა დაფიტნეს ტრენაჟორებიდამონტაჟდა.

ახალი სკვერები დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან, ვლადიმერ ძნელაძესთან და ზაზა პაპუაშვილთან ერთად დაათვალიერა. 

„მერის ინიციატივას პირველად აკაკი წერეთლის გამზირის N93-ის მოსახლეობა გამოეხმაურა და უსახური ავტოფარეხების ნაცვლად, ასეთი ლამაზი მოსასვენებელი სივრცე მივიღეთ. საერთო ჯამში, ინიციატივას რამდენიმე ეზო შეუერთდა და გამწვანებული და კომფორტული სკვერები მოვაწყვეთ. ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები რამდენიმე ამხანაგობასთან მიმდინარეობს“, -განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

სამუშაოების ფარგლებში, დასასვენებელ სკვერებში მოეწყო საბავშვო გასართობი მოედნები, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი განთავსდა. ტერიტორიაზე ასევე, დამონტაჟდა განათების სისტემა, მოწესრიგდა ასფალტის საფარი. უსაფრთხოების მიზნით,სკვერების ტერიტორიაზე  მიმდინარეობსვიდეო კონტროლიც.

სამუშაოები, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 255 000 ლარი გამოიყო, ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ჯეოპარკმა“ და „მშენსერვის 55“-მა შეასრულეს.

წერეთლის გამზირის N93-ში, N99-სა და N101-ში მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, დიდუბის რაიონის გამგეობამ 47 ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics