02:16 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-18 13:23:46, 1070 ნახვა

კომენტარი
ეკა ბესელია - მოსამართლეების შესახებ კანონპროექტის განხილვა ჭიანურდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა 5 წლით უნდა შეჩერდეს, დღეს ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენებს. 

როგორც ბესელიამ აღნიშნა, კანონპროექტის განხილვა დაჩქარებულ რეჟიმში უნდა მოხდეს.  

"უკვე მესამე კვირაა და არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ იურიდიულ კომიტეტს დაეწყო ამ საკითხის განხილვა. დღესაც არ არის დღის წესრიგში ჩასმული, სამწუხაროდ, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჭიანურდება საკითხის განხილვა. ვადები აქვს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პარალელურად იუსტიციის საბჭომ 8 მოსამართლე ისევ უვადოდ დანიშნა და გაამწესა, ვიდრე ამ საკითხს პარლამენტი გადაწყვეტდა, ეს არის ის დამატებითი არგუმენტი, რომელიც გვაძლევს საფუძველს, რომ დღეს ბიუროს სხდომაზე კენჭი ეყაროს, არის თუ არა მზად პარლამენტი​​, დაჩქარებული წესით ამ კვირაში დაიწყოს განხილვა. კონსტიტუციურობის ტესტს ყველა კანონპროექტი გადის პარლამენტში, ამიტომ რა არის არგუმენტი რის გამოც ვინმე ეჭვქვეშ აყენებს ამ საკითხს, ამაზე ჩვენ კამერების წინ კი არ უნდა ვისაუბროთ, კომიტეტზე უნდა იყოს განხილვა", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics