|
2019-02-18 13:06:14, 1481 ნახვა
საზოგადოება
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო შეიქმნება
მთავრობა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოს შექმნას გეგმავს. ცვლილებები “ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ კანონში უნდა შევიდეს. კანონპროექტის თანახმად, სააგენტო მთავრობის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ი იქნება. როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი, წარმოდგენილი კანონპროექტით ძლიერდება მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის კავშირის ინტენსიურობა, ხდება ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების უფრო მაღალ დონეზე წამოწევა, სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბავშვებისა და ახალგაზრდების თვითრეალიზაციის ჩართულობის გაზრდაა და მათი უფლებების დაცვა. "საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, სააგენტოს დაფუძნებას, დებულების დამტკიცებას და წარომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნას. გარდა ამისა, სააგენტოს წარდგინებით მთავრობის მიერ მოხდება სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცება და ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით სათათბირო ორგანოს დებულების დამტკიცება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სააგენტო საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის - ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში", - აღნიშნულია კანონპროექტში. ცნობისთვის, კანონ პროექტის ავტორი საქართველოს განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა, ხოლო ინიციატორი მთავრობა. კანონპროექტის განხილვა სავარაუდოდ ხვალ დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე მოხდება და მას განათლების მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე წარადგენს.
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)