|
2019-02-13 20:00:58, 1642 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: საზღვაო ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელ და მარტივ მეთოდს საბანკო ფინანსირება წარმოადგენს
„საზღვაო ფინანსები არის საბანკო სექტორში შემავალი, კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტების მქონე ცალკეული მიმართულებაა, რომელიც უზრუნველყოფს საზღვაო ინვესტიციების მოზიდვას. ეს არის მსოფლიოში მრავალი წლის მანძილზე აპრობირებული მეთოდი, რომელსაც წამყვანი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები იყენებენ საზღვაო ინვესტიციების დასაფინანსებლად“, - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „საზღვაო ფინანსები დაინტერესებულ პირებს, ანუ პოტენციურ გემთმფლობელებს საშუალებას აძლევს აიღონ სესხი გემების შესაძენად. ეს სექტორი საქართველოს ბაზრისთვის კიდევ ერთ ახალ სფეროს - საზღვაო დაზღვევის განვითარებას შეუწყობს ხელს, რომელიც ჩვენი ბაზრისთვის ასევე აუთვისებელ სეგმენტს წარმოადგენს. საზღვაო დაზღვევა გულისხმობს გემისა თუ სხვა მცურავი საშუალების დაზღვევას სხვადასხვა საფრთხეებისგან და მოიაზრება, როგორც საზღვაო ბიზნესის განუყოფელი ნაწილი", - აღნიშნა მინისტრმა ქობულიას თქმით, საზღვაო ფინანსებისა და საზღვაო დაზღვევის სფეროს ხელშეწყობა პირდაპირპროპორციულად იმოქმედებს საქართველოს დროშის განვითარებაზე, ქვეყნის იმიჯზე საერთაშორისო დონეზე, ხელს შეუწყობს ქართულ ბაზარზე საერთაშორისო დონის კომპანიების დაფუძნებას, რაც გააძლიერებს ზოგადად ინდუსტრიას და გაზრდის დასაქმებულთა რაოდენობასაც.
(NS)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)