|
2019-02-13 19:58:23, 1394 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრი: უმნიშვნელოვანესია საქართველოს ჰყავდეს სახელმწიფო დროშის ქვეშ რეგისტრირებული საზღვაო ფლოტი
„საქართველო მრავალი წლის საზღვაო ისტორიის მქონე ქვეყანაა. იმისთვის, რომ დღეს საქართველომ დაიბრუნოს ეს სტატუსი, საზღვაო ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო თუ სხვა ინოვაციური ხედვების დანერგვასთან ერთად უმნიშვნელოვანესია, საქართველოს ჰყავდეს სახელმწიფო დროშის ქვეშ რეგისტრირებული და ქართველი მეზღვაურებით დაკომპლექტებული საზღვაო ფლოტი", - ეს განცხადება გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. „საზღვაო სანაოსნო კომპანიის შექმნა სხვა ნებისმიერი კომერციული ერთეულის დაფუძნების მსგავსად ბაზრის კონიუნქტურის შესწავლას, დაფინანსების სწორი სქემის შემუშავებას და რისკ-ფაქტორების გამოვლენას გულისხმობს, რაც შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებასთან ასოცირდება. აქ მოიაზრება როგორც გადაზიდვათა საზღვაო ბაზრის (ბიზნესის კონკრეტული სექტორის სპეციფიკა), ისე თავად სანაოსნო კომპანიის დროის აღებულ მონაკვეთში შექმნის საჭიროება", - აღნიშნა მინისტრმა როგორც გიორგი ქობულიამ განაცხადა, ამ მიზნით უნდა შემუშავდეს გრძელვადიანი სტრატეგია, რომელშიც ფლოტის შექმნის გარდა, მისი შემდგომი განახლება-გაფართოებაც მოიაზრება. „სტრატეგია დაეფუძნება ერთი მხრივ მარტივ, უკვე აპრობირებულ მეთოდიკას, მაგრამ ამავდროულად, ის გაითვალისწინებს ექსკლუზიურად ნოვატორულ, მხოლოდ ჩვენი რეგიონის ლოგისტიკურ უპირატესობებზე აქცენტირებულ მიდგომებს. აქ სტრატეგიული მნიშვნელობის ფაქტორს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება და მისი გავლით ტვირთნაკადების მოზიდვაც განაპირობებს. ამ ეტაპისთვის საჭიროა საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს და დაამტკიცოს ფლოტის შემუშავების კონცეფცია" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. მისივე შეფასებით, საზღვაო ფლოტის შექმნისთანავე საქართველო გახდება საერთაშორისო საზღვაო ბიზნესის განუყოფელი ნაწილი, რომელიც გაამყარებს საქართველოს, როგორც საზღვაო ჰაბის ჩამოყალიბების ინიციატივას და ხელს შეუწყობს ქვეყანაში საზღვაო ინვესტიციების მოზიდვას.
(NS)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)