|
2019-02-13 19:25:36, 1366 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია: სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანამ აქცენტი გააკეთოს ინოვაციების განვითარებაზე
„ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორი, რომელზეც მსურს ყურადღება გავამახვილო, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულება. IT მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებზე საკმაოდ დიდია მოთხოვნა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ფარგლებს გარეთ. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ IT ის სფეროა, რომელშიც დასაქმება შესაძლებელია ქვეყნის გარეთ რელოკაციის გარეშე", - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანამ აქცენტი გააკეთოს ინოვაციების განვითარებაზე. „საქართველოს გააჩნია დიდი პოტენციალი და ინტელექტუალური რესურსი, რომლის კომერციალიზაციისათვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობა და კერძოდ, უცხოური კომპანიების საქართველოს ბაზარზე შემოსვლა. უცხოური პირდაპირი ინვესტიცია ინოვაციებში ქმნის მეტ მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილს, ახალისებს და ავითარებს სექტორს, შემოიტანს ახალ კომპეტენციებს, ხელს შეუწყობს მომსახურების ექსპორტს და გლობალურ ღირებულებების ჯაჭვში ჩართავს საქართველოს", - განაცხადა მინისტრმა. გიორგი ქობულიას თქმით, ამ მიზნისთვის დაქირავებული იქნებიან მსოფლიოში აღიარებული პროფესიონალები, რომლებიც მიზნობრივ ინდუსტრიებში დაიწყებენ მოლაპარაკებებს წამყვან კომპანიებთან საქართველოში რელოკაციისთვის. მისივე განცხადებით, სამინისტრო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მუშაობს გლობალური დონის კერძო აქსელერატორების/ინკუბატორების შემოყვანისთვის საქართველოში, რაც უზრუნველყოფს მაღალი დონის მხარდაჭერას სტარტაპების მსოფლიო ბაზარზე გასაყვანად და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მინისტრმა ასევე დასძინა, რომ აღნიშნული პროექტი ასევე უზრუნველყოფს საქართველოს როგორც რეგიონალური ჰაბის პოზიციონირებას და ხელს შეუწყობს რეგიონალური მასშტაბის საინტერესო სტარტაპების მოზიდვას საქართველოს ეკონომიკაში.
(NS)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)