|
2015-06-18 12:04:40, 4641 ნახვა
Lifestyle
ინაშვილი: ემიგრანტმა მომწერა, არ გამოვრიცხავ, სააკაშვილმა მტაცებელი ცხოველი უკრაინიდან შემოიყვანოს და თბილისში გააშვებინოსო
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი საკუთარი Facebook-ის გვერდზე, ემიგრანტის წერილს აქვეყნებს. როგორც წერილშია აღნიშნული, გერმანიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი არ გამორიცხავს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მტაცებელი ცხოველი უკრაინიდან არალეგალური გზით შემოიყვანოს და თბილისში გააშვებინოს. „გერმანიიდან მომწერა ერთმა ქართველმა ემიგრანტმა. იქნებ ამაზეც ეფიქრა კრიზისების მართვის სამსახურსო. მოკლედ, ვერსია მაქვსო... და მოუსმინეთ ვერსიას: ვინაიდან სააკაშვილი ე.წ. მაოხრებელი მკვდარია და მის მიერ ჩადებულ ნაღმებზე დღესაც ვფეთქდებით, არ გამოვრიცხავ, რომ ამ ბოროტმა მაოხრებელმა მკვდარმა რამდენიმე მტაცებელი ცხოველი არალეგალური გზით შემოიყვანოს უკრაინიდან საქართველოში და თბილისში გააშვებინოს, თითქოს ჩვენი ზოოპარკიდან არიან გაქცეულებიო. ამით ქვეყანაში უმართავ პროცესებს გამოიწვევენ, ამიტომ საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა განსაკუთრებული სიმკაცრით აკონტროლოს საზღვაო პერიმეტრიო. პრაქტიკულად დივერსია იქნებაო. რაღა დაგიმალოთ, მე ეს არადამაჯერებელ ვერსიად და ისტორიად მეჩვენება, მაგრამ ვინაიდან ბოლო 3 დღეში ჩვენს თავს წარმოუდგენელი ამბები ხდება, ქართველი ემიგრანტის (ჩემი აზრით, ამაო) შიშს მაინც ვასაჯაროვებ. იმედი მაქვს, კრიზისების მართვის სამსახურიც კითხულობს და უშიშროებაც. იმას მაინც არ ვიტყვი მერე, რომ ადამიანს არ დავუჯერე... ისე, მაინც ყურადღებით იყავით... ეშმაკს არ სძინავს...“, - წერს ირმა ინაშვილი.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)