2019-02-12 17:52:29, 1688 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალურ ძალადობას სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი გამოიძიებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოიყო სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი, რომელიც არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობას გამოიძიებს.
როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, გამომძიებლებს გავლილი აქვთ გადამზადება ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების გამოკითხვის მეთოდოლოგიაში.
„მივმართავთ საზოგადოებას, არასრულწლოვან მსხვეპლებს, მათ მშობლებს და ყველა იმ პირს, რომლთათვისაც ცნობილი გახდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნეს აცილებული მოძალადეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
ავტორი: ,