|
2019-02-12 15:55:09, 797 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნითა და მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, რამიშვილის N31-ში, ყიფშიძის N16-სა და ფალიაშვილის N32-ში ეზოების მოწესრიგება დაიგეგმა. აღნიშნულ მისამართებზე ამჟამად, ბორდიური ეწყობა და გზის საფუძველი მზადდება. სამუშაოების ბოლო ეტაპზე კი, 1 000-მდე კვ.მ ფართობის ეზოებში ასფალტის საფარი დაიგება. საგზაო პროექტი ასევე, ნუცუბიძის II მიკრორაიონის II კვარტალში, ჟღენტის ქუჩის N2 გ-ს მიმდებარედ ხორციელდება. სამუშაოების შედეგად, ასფალტის საფარი 1 480 კვ.მ ფართობზე დაიგება. „გასული წლის მსგავსად, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. უკვე დავიწყეთ და აქტიურად მიმდინარეობს 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება. შიდა გზების რეაბილიტაცია ამ დროისთვის, ათ მისამართზე მიმდინარეობს, ხოლო ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ფიტნეს ზონა ხუთ მისამართზე ეწყობა. მოგვიანებით, სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასაც დავიწყებთ, რომელთა შორის სკვერების მოწყობა, დამცავი კედლების მშენებლობა, მოპირკეთება და სხვა სახის სამუშაოები შედის“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ. გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.
(NS)
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)