07:42 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-12 15:34:13, 1447 ნახვა

სამართალი
„პიკასოს“ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“  წევრის ირაკლი ნოზაძის  მიმართ განხორციელებულ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულების თ. ჯ.-სა და ნ. თ.-ს მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა, - ამის შესაებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლომ  ბრალდებული თ.ჯ. დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში და მას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო  დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდების საქმეზე ნ.თ.-ს 2  წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

„2019 წლის 12 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“  წევრის ირაკლი ნოზაძის  მიმართ განხორციელებულ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულების თ. ჯ.-სა და ნ. თ.-ს მიმართ.  სასამართლომ  ბრალდებული თ.ჯ. დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში და მას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო  დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდების საქმეზე ნ.თ.-ს 2  წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულების მიერ,  ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი.  კერძოდ, 2018 წლის 25 ივნისს, ვალის დაუყოვნებლივი დაბრუნების მოთხოვნით გაღიზიანებულმა თ.ჯ.-მ  შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით გულ-მკერდის,  მარჯვენა ლავიწ ქვეშა არეში დანით ჭრილობები მიაყენა ირაკლი ნოზაძეს, რომელსაც  დაუზიანდა არტერია.  შემდგომ, თ.ჯ.-მ მეგობარ ნ.თ.-სთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics