|
2019-02-11 16:19:29, 1184 ნახვა
პოლიტიკა
დოლიძე: ჩამოვიდნენ მოსამართლეები რეგიონებიდან, რათა მოეწყოთ ამხანაგური სასამართლო ჩემთვის და ჯანეზაშვილისთვის
„ჩამოვიდნენ მოსამართლეები სხვადასხვა რეგიონებიდან, რომ მოეწყოთ ამხანაგური სასამართლო მე და ნაზი ჯანეზაშვილისთვის“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ნაცლად, დრო არამოსამართლე წევრების კრიტიკას დაუთმეს. „დღევანდელი შეხვედრა ყველაზე კარგი მაჩვენებელია, რამხელა ცვლილებები სჭირდება ჩვენს სასამართლო ხელისუფლებას. დღეს ვიხილეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მცდელობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასამართლო სხდომების გაუქმების ხარჯზე, სახელმწიფოს უდიდესი რესურსის დახარჯვის ხარჯზე, აქ მოსამართლეები სხვადასხვა რეგიონებიდან, რათა მოეწყოთ ამხანაგური სასამართლო ჩემთვის და ნაზი ჯანეზაშვილისთვის. ვიხილეთ ბევრად მეტი პიროვნული თავდასხმა ჩემსა და ნაზის მიმართ, ვიდრე რაიმე საქმიანი ან სამართლებრივი კითხვა, რომელიც პირველ რიგში, პარლამენტისკენ უნდა იყოს მიმართული. საბჭოს მხრიდან ამხანაგური სასამართლოს მოწყობის მცდელობა ყველაზე კარგი დასტურია იმისა, რომ ჩვენს სასამართლო ხელისუფლებას მართლაც სჭირდება სწრაფი და სერიოზული ცვლილებები“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)