17:46 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 10:29:40, 395 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და CLDP-ის მხარდაჭერით, მოსამართლეთათვის სემინარი იმართება

18-19 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის, სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამის  (CLDP) მხარდაჭერით მოსამართლეთათვის იმართება სემინარი თემაზე: „გადაწყვეტილებები ინტელექტუალური საკუთრების დარღვევასთან დაკავშირებულ სამოქალაქო საქმეებზე“.

ღონისძიების პარტნიორ ორგანიზაციებს წარმოადგენენ: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი  „საქპატენტი“ და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია.

ტრენინგის უცხოელი ექსპერტები არიან მოსამართლეები: ედუარდ მ. ჩენი და რიჩარდ გ. სიბორგი - ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთ ოლქის საოლქო სასამართლოდან.
ღონისძიების გახსნაზე მონაწილეებს მიესალმებიან: იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი - ლაშა მაღრაძე; აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის, სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამის  (CLDP) წარმომადგენელი - ანუშ ავეტისიანი; საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტი“-ს თავმჯდომარე - ნიკოლოზ გოგილიძე და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე - გიგა კობალაძე.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ შემდეგ საკითხებს: საავტორო უფლებებისა და სასაქონლო ნიშნების საქმეებზე აშშ-ის გამოცდილება; სასაქონლო ნიშნების მსგავსების დადგენის კრიტერიუმები, ინტელექტუალური საკუთრების სარჩელის აღიარება. სემინარის უმეტესი ნაწილი დაეთმობა პრაქტიკული მაგალითების განხილვას და ინტერაქტიულ მსჯელობას. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics