14:41 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-10 12:24:43, 3925 ნახვა

მსოფლიო
დემოკრატმა ელიზაბეტ უორენმა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა

დემოკრატმა სენატორმა, ელიზაბეტ უორენმა ამერიკის შეერთებული შტატების 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა.

სენატორმა, ელიზაბეტ უორენმა წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 69 წლის პოლიტიკოსი ქალაქ ლოურენსში მხარდამჭერებს შეხვდა.

წინასაარჩევნო კამპანიის პირველ შეხვედრაზე სენატორმა მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა. პოლიტიკოსის თქმით, თეთრი სახლის მოქმედი ლიდერი საკუთარი ქმედებებით ქვეყანას ზიანს აყენებს.

„ადამიანი, რომელიც ახლა თეთრ სახლში იმყოფება, ამერიკაში არსებული ფალსიფიცირებული სისტემის შედეგია, რომელიც მხარს უჭერს მდიდრებს და ძლიერებს“, – განაცხადა სენატორმა მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს.

69 წლის ელიზაბეტ უორენი წარსულში იურისპრუდენციის ლექტორი იყო. სენატორად კი პირველად 2012 წელს აირჩიეს. ამ მომენტისთვის უორენი დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კანდიდატია. 

უორენის გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter -ზე გამოეხმაურა. 

"წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, ლიზ!" - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics