|
2015-01-22 10:01:55, 2436 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძე: ასაფეთქებელი მოწყობილობის საშუალებით ადამიანს რიგითი მოქალაქე ვერ მოკლავდა
ასაფეთქებელი მოწყობილობის საშუალებით ადამიანს რიგითი მოქალაქე ვერ მოკლავდა,-ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძემ იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით, "ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, პროკურატურისთვის მნიშვნელობა არ აქვს, დანაშაული ვინ ჩაიდინა. შოთაძე გარანტიას იძლევა, რომ ნებისმიერი პირი, რომლის დანაშაულებრივი ქმედებაც დადასტურდება, უმკაცრესად დაისჯება. "როდესაც საუბარია ასაფეთქებელი მოწყობილობის საშუალებით ადამიანის მკვლელობაზე, რა თქმა უნდა, ამას რიგითი ადამიანი და ჩვეულებრივი მოქალაქე ვერ შეასრულებდა. ერთადერთი ის შემიძლია განვაცხადო, რომ არ აქვს პროკურატურისთვის მნიშვნელობა, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო ის ადამიანი, ვინც მსგავსი ქმედება ჩაიდინა. არ აქვს მნიშვნელობა ყოფილი, თუ მოქმედი თანამდებობის პირია.ნებისმიერი პირი, რომლის დანაშაულებრივი ქმედებაც აღნიშნულ ფაქტში დადგინდება, დაისჯება უმკაცრესად. ამის გარანტიას საზოგადოებას ვაძლევ",-განაცხადა ირაკლი შოთაძემ. კითხვაზე-რატომ არ დაკითხულა ამ დრომდე ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე ირაკლი ფირცხალავა, შოთაძემ განაცხადა, რომ გამოძიებას თავისი ტაქტიკა აქვს და როცა ის იმ ეტაპამდე მივა, აუცილებლად დაიკითხება. შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ააფეთქეს. ფაქტთან დაკავშირებით, აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ზაფხულის დასაწყისიდან მეორედ, ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
წლის დასაწყისიდან უკრაინულმა დრონებმა რუსეთის უდიდეს ბალტიისპირეთის პორტს მეექვსეჯერ დაარტყეს
ევროკავშირში მეორე სამხედრო ქარხანა აფეთქდა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მომწოდებლებთან იყო დაკავშირებული
უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)