|
2019-02-07 14:31:12, 1241 ნახვა
საზოგადოება
„საქმეში არის უამრავი საეჭვო ვითარებები“, - ია კერზაიას შვილი ბატიაშვილს კითხვებს დაუსვამს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეკითხვებს ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილიც დაუსვამს. ბაჩანა შენგელიას თქმით, არაერთი კითხვა არსებობს, განსაკუთრებით ბევრ კითხვისნიშან ბადებს ის ფაქტი, რომ განათლების სამინისტროში ია კერზაიას საქმეზე შიდამოკვლევაც კი არ დაწყებულა. „ეს არის უბრალოდ ადამიანის მიმართ პირდაპირ გამიზნული პოლიტიკური დევნა, სპეცოპერაცია, რომელმაც მიიყვანა ეს ადამიანი გარდაცვალებამდე. ამ საქმესი არის გამოგონილი საჩივრის ავტორი, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ამ საქმეში არის უამრავი სხვა საეჭვო ვითარებები. აქ ჩართულია რესურს ცენტი ადგილობრივი, ზუგდიდის რესურსცენტრი, რომელიც პირდაპირ ახორციელებდა ზეწოლას და რომელიც ეხმარებოდა ე.წ. ინსპექტირების სამსახურს, რომ ეს საქმე მიეყვანათ ბოლომდე და მაქსიმალურად ხისტი და მძიმე ყოფილიყო ეს დასკვნა, შესაბამისად ვაპირებთ ამ კითხვების დასმას. არის მთავარი შეკითხვა , რომ რას აპირებს განათლების მინისტრი, რა პასუხისმგებლობას აიღებს ის საკუთარ თავზე“, - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)