00:51 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-07 14:12:21, 1409 ნახვა

კომენტარი
ნადირაშვილი ბატიაშვილს - მოგწონთ თუ არა, რომ გეგეშიძე, რომელიც ჯაჭვით დასდევდა ადამიანს, ისევ ფედერაციის პრეზიდენტია

„თქვენი პირადი აზრი მითხარით, მოგწონთ თუ არა რომ გეგეშიძე, რომელიც ჯაჭვით დასდევდა ადამიანს, დღეს ისევ ფედერაციის პრეზიდენტია“, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 „თქვენ პირადად, მოგწონთ თუ არა, რომ ბატონი გეგეშიძე [გეგა], რომელიც ჯაჭვით დასდევდა ევროპის ჩემპიონს და ეს ყველამ ვნახეთ, ეს ადამიანი ისევ ინარჩუნებს დღეს თავის თანამდებობას. ძალიან გთხოვთ, პატივი სცეთ საკუთარ თავს და აქ მსხდომ ადამიანებს და პოლიტიკური გაიდლაინით კი ნუ მიპასუხებთ, რომ თქვენ გაათავისუფლეთ ქართული სპორტი და ფედერაციები პოლიტიკისგან და აღარ ერევით საკადრო საკითხებში. უბრალოდ“, - მიმართა ნადირაშვილმა მინისტრს.

დეპუტატი ასევე დაინტერესდა, მიმართა თუ არა მიხეილ ბატიაშვილმა შესაბამის ორგანოებს ჭიდაობის ფედერაციაში კორუფციის შესაძლო ფაქტების შესწავლის მიზნით.

„რაც შეეხება მეორე კითხვას, თქვენი სამინისტროს ოპერატიულობაზე დღეს არაერთხელ ვისაუბრეთ. თქვენ 2 წუთში მოახერხეთ, რომ წერილი მიგეღოთ ია კერზაიაზე, შემდეგ დამსჯელი რაზმი დილის 4 საათზე გაუშვით იმისთვის, რომ უწესრიგობა არ ყოფილიყო ხომ? იმ სფეროში, რომელსაც თქვენ განსაზღვრავთ. მაინტერესებს ასეთივე ოპერატიული ხართ თუ არა ამ შემთხვევაში და უკვე მიმართეთ თუ არა პროკურატურას ან სახელმწიფო აუდიტს, რომ მათ შეამოწმონ ამ ფედერაციაში კორუფციის ფაქტები, იმიტომ რომ არაერთი მძიმე ბრალდება გაჟღერდა ამ მიმართულებით“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

 შეგახსენებთ, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე 23 იანვარს დააკავეს. მისი დაკავება სპორტის სასახლეში მომხდარი ფაქტის გამო მოხდა, რა დროსაც გეგეშიძემ სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გეგა გეგეშიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე [ძალადობა] მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics