00:51 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-06 15:31:19, 1372 ნახვა

კომენტარი
ბესელია - აქამდეც ბევრი მიზეზი მქონდა, რომ რადიკალური გადაწყვეტილება მიმეღო, მაგრამ ეს პარტია ჩემთვის ძვირფასია

პირადად მე ბევრი მიზეზი მქონდა აქამდეც, რომ რადიკალური გადაწყვეტილება მიმეღო, მაგრამ ამას არ ვაკეთებდი რადგან ეს პარტია ჩემთვის ძალიან ძვირფასია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ მმართველი გუნდის ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი პარტიის შიგნით არსებული ვითარების დარეგულირებას, კონსენსუსის გზით ცდილობს და მისთვის პარტიის თავმჯდომარის პოზიცია გასაგებია.

„ბიძინა ივანიშვილი თვითონ იტყვის თავის სათქმელს. მე არ მგონია, რომ მე უნდა გავახმოვანო მისი სათქმელი. მე მესმის, რომ ის, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ცდილობს მიაღწიოს გუნდის შიგნით კონსენსუსს და ვნებათაღელვა დააცხროს. მისი მცდელობები და სურვილი აბსოლუტურად გასაგები და ლეგიტიმურია. ის პარტიის თავმჯდომარეა და არ სურს, რომ ეს საჯარო დისკუსია და დებატები გახანგრძლივდეს. მაგრამ ეს დებატები ხომ რაღაცის გამოხატულებაა? ეს დებატები ხომ ღირებულებებს და ფასეულობებს ეხება? ამიტომ ჩვენ ვამბობთ - შეგვიძლია თუ არა მომავლის ხედვაში ერთნაირი ნაბიჯები გადავდგათ? მოდით, ჩვენც ჩამოვყალიბდეთ, რაღაც დრო გვჭირდება, იმიტომ რომ რადგან ამ გადაწყვეტილებას მივუახლოვდით. არ მინდა არაგულწრფელი ვიყო, პირადად მე ბევრი მიზეზი მქონდა აქამდეც, რომ რადიკალური გადაწყვეტილება მიმეღო, მაგრამ ამას არ ვაკეთებდი, იმიტომ, რომ ძალიან ძვირფასია ჩემთვის ეს პარტია. ძალიან დიდი შრომა მაქვს პირადად მე ჩადებული, ურთულესი 7 წელი გავიარეთ. ამიტომ, მოდით, ცოტა ცივი გონებითაც მივიღოთ გადაწყვეტილება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics