|
2019-02-04 14:48:53, 1086 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი იქნება მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე
„გადაწყვეტილება უკვე არის მიღებული იმის თაობაზე, რომ ამ სიას კენჭი არ ეყრება და კენჭი ეყრება ახალ სიას, რომელიც იქნება წარმოდგენილი",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაზე საუბრისას განაცხადა. „ თუ იურიდიული კუთხით, ტექნიკურად დასაზუსტებელი იქნება ის, რომ ამ ათ კანდიდატურას ასეთი სახით არ ეყრება კენჭი, ამაზე შეიძლება კანონის გარდამავალ დებულებებშიც შევიტანოთ ცვლილება. ეს არის წმინდა ტექნიკური მხარე",- განმარტა ირაკლი კობახიძემ. კითხვაზე - იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის საბჭო ისევ წარმოადგენს სიას, სადაც კონკრეტული მოსამართლეები იქნებიან, დაუჭერს თუ არა მხარს ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ყველა კანდიდატი შემუშავებული პროცედურებისა და კრიტერიუმების ფილტრს გაივლის და გადაწყვეტილებას პარლამენტი ამის შემდეგ მიიღებს. „ჩვენ ვართ შეთანხმებული, რომ ჯერ შემუშავდება პროცედურა, კრიტერიუმები. ამ ფილტრს გაივლის ყველა კანდიდატი, მათ შორის ის ათიც შეიძლება, რომელიც მანამდე იყო წარმოდგენილი, სხვა კანდიდატები. პროცესი იქნება მაქსიმალურად ღია და გახსნილი, გამჭვირვალე. ამის საფუძველზე შეირჩევა 18 კანდიდატი 18 ვაკანტურ პოზიციაზე და მერე უკვე პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვის დაუჭერს მხარს. ჩემი მხრიდან დღეს არასწორი იქნება ვინმეს მხარდაჭერაზე ან მხარდაჭერაზე უარზე საუბარი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. უვადო დანიშვნის გადავადებასთან დაკავშირებულ დაბრკოლებებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საკითხი კომპლექსურად უნდა იქნას განხილული და გადაწყვეტილება ამის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული. „მოსამართლეთა რაოდენობა არის ერთ-ერთი პრობლემა. ეს საკითხი დაისვა სამუშაო ჯგუფის ფორმატშიც. საქართველოში მოსამართლეთა რაოდენობა ბევრად ჩამორჩება იმ სტანდარტებს, რომელიც არის აპრობირებული დასავლეთის სივრცეში და შესაბამისად, ეს იწვევს კონკრეტულ პრაქტიკულ პრობლემებს. მაგალითად, ჭიანურდება საქმეთა განხილვა სასამართლოში და ამ პრობლემაზე მუდმივად საუბრობენ როგორც მოსამართლეები, ასევე, არამოსამართლეები. ეს არის პრობლემა, რა თქმა უნდა, გარკვეულ დაბრკოლებას შექმნის თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული უვადო დანიშვნის გადავადების თაობაზე, თუმცა, კომპლექსურად უნდა განვიხილოთ ყველაფერი და ამის საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა სამუშაო ფორმატის შესახებაც და აღნიშნა, რომ საუკეთესო ფორმატის შესარჩევად, მსჯელობა გაგრძელდება. „ვმსჯელობთ, თუ როგორ გაგრძელდება ამ საკითხის განხილვა. სხვადასხვა ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ. პრინციპში, ფორმატი, რომელსაც ითხოვენ კონკრეტული სუბიექტები, არის პოლიტიკური ფორმატი. პოლიტიკური ფორმატი ისედაც არსებობს. ეს არის საპარლამენტო კომიტეტი. კომიტეტის სხდომები არის ღია. იქ არის წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტია. დასწრების საშუალება აქვს და მონაწილეობის არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორებს და ინტერესი არის, რომ პოლიტიკური გახდეს ფორმატი, ამ შემთხვევაში შეგვიძლია კომიტეტის ფორმატს მივმართოთ. ამაზე გაგრძელდება მსჯელობა და ვნახოთ, რა ფორმატიც იქნება ყველაზე უკეთესი იმისათვის, რომ სათანადოდ განვიხილოთ ეს საკითხები, იმ ფორმატს შევარჩევთ",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)