|
2019-02-04 14:18:38, 1470 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის ბიზნესკლიენტებისთვის IFRS for SME სასწავლო კურსი შეიქმნა
თიბისის ბიზნესკლიენტები თებერვლიდან მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების - IFRS for SME სასწავლო კურსს გაივლიან. თიბისი პირველი კომპანიაა, რომელიც „Savvy Consulting"-თან ერთად თავის ბიზნესკლიენტებს ხანგრძლივ კურსს სთავაზობს და საშუალებას აძლევს, სწორად გაიგონ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ ახალი კანონის მიერ დაკისრებული ვალდებულებები და გაუმარტივდეთ საკანონმდებლო მოთხოვნის შესრულება. აღნიშნული კანონი მცირე და საშუალო ბიზნესებს 2019 წლის 1 ოქტომბრამდე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და წარდგენას ავალდებულებს. სწორედ ამიტომ, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თიბისის ბიზნესკლიენტებისათვის „Savvy Consulting"-ის მიერ მომზადებული სასწავლო კურსის მიზანი ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირების IFRS for SME სტანდარტებში გადამზადებაა. ეს არის პირველი სასწავლო კურსი, რომელიც დამსწრეს პრაქტიკულად ასწავლის თუ როგორ მოამზადოს ფინანსური ანგარიშგება. პროექტის ინიციატორი SARAS - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურია. კურსი სრულად დაფინანსებულია თიბისის მიერ და მისი დასრულების შემდეგ ბიზნესები დამოუკიდებლად შეძლებენ სწორი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებას, სააღრიცხვო პოლიტიკის გაწერასა და საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლას. თითო ჯგუფი 20 კომპანიის წარმომადგენლისგან იქნება დაკომპლექტებული. კურსს „Savvy Consulting"-ის მიერ შერჩეული საუკეთესო ტრენერები გაუძღვებიან, რომელთაც საკითხის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა აქვთ. 36 საათიანი პროგრამა 12 მოდულს, გამოცდებსა და ტესტებს აერთიანებს. კურსის ბოლოს კი სერთიფიკატი გაიცემა.
(R)
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)