|
2019-02-03 22:05:52, 1643 ნახვა
ეკონომიკა
გავლენიანი ევროპული გამოცემა ,,europianinterest' ბათუმში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობას ვრცელ სტატიას უძღვნის
გავლენიანი ევროპული გამოცემა ,,europianinterest'' ბათუმში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობას ვრცელ სტატიას უძღვნის. ამ მულტიმოდალური ტერმინალის ფუნქცია ცენტრალური აზიიდან მიღებული მინერალური სასუქების დამუშავება იქნება. პროექტის პირველი ეტაპი ტრანზიტული ტერმინალებისა და საწყობების აშენებას ითვალისწინებს, რომელიც მინერალური სასუქების გადმოსაზიდად იქნება განკუთვნილი, ეს ძირითადად ეხება გრანულირებულ კარბამიდს, რომელზეც მსოფლიო მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ბათუმის ტერმინალი კასპიის ზღვის სანაპიროებზე ბაქოს პორტსა და შემდეგ თურქმენეთს, უზბეკეთსა და ყაზახეთს რკინიგზის საშუალებით დაუკავშირდება. ეს გზა ევროპაში კასპიის ენერგორესურსების გადასაზიდად 1990-იან წლებში იქნა გაყვანილი. ამჯერად, იგივე მარშრუტი მსოფლიოს სხვა კუთხეებში ცენტრალური აზიისა და კასპიის რეგიონის ეკონომიკის მდიდარი რესურსებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ხაზს უზრუნველყოფს. ათ წელიზე მეტია აზერბაიჯანი ნავთობისა და გაზის გაყიდვისგან მიღებულ შემოსავალს ადგილობრივი საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად იყენებს. 2018 წელს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში ახალი თანამედროვე პორტი აამუშავა, რომლის მიზანიც ბაქოს “კასპიის დუბაიდ” გადაქცევა იყო. უკანასკნელი ანგლო-ამერიკული ნოვატორული ინვესტიცია სასარგებლო წიაღისეულში ამართლებს სახელმწიფოს ინვესტირებას ინფრასტრუქტურაში და უზრუნველყოფს დინამიურ პლატფორმას პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის. Wondernet Express ოპერირებს ევროკავშირის, დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში; ასევე, ჩინეთში, კორეასა და თურქეთში. ის სთავაზობს როგორც ლოჯისტიკურ, ასევე მულტიმოდალურ სატრანსპორტო მომსახურებას. კომპანიამ უკვე ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს თავის პარტნიორებთან - საქართველოს რკინიგზასთან, ბათუმის საზღვაო პორტთან, აზერბაიჯანის რკინიგზასა და ბაქოს საზღვაო პორტთან" – წერს გამოცემა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)