12:29 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-03 15:50:02, 1286 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა კიევში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა კიევში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მიძღვნილ საზეიმო წირვას და უკრაინის ეკლესიის მეთაურის ეპიფანეს ინტრონიზაციას დაესწრო. გიგი უგულავა ულოცავს უკრაინელ ხალხს ავტოკეფალური ეკლესიის დაარსებას და მისი განცხადებით სამწუხაროა, რომ საქართველოს ოფიაციალური წარმომადგენლები არ ესწრებიან საზეიმო წირვას.

„პირველ რიგში მინდა მივულოცო უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს, ვინაიდან ძალიან ბევრი თაობის ოცნება ასრულდა დღეს, როდესაც ვზეიმობთ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის დაარსებას და მისი საჭეთმყობრლის ინტრონიზაციას. ძალიან სამწუხაროა, რომ აქ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები არ იმყოფებიან. არ იმყოფება საქართველოს ელჩი, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენს მთავრობას კარგად არ აქვს გაცნობიერებული ამ ფაქტის ისტორიული მნიშვნელობა. ძალიან დიდი დღე არის დღეს  მართლმადიდებლურ სამყაროში, პრაქტიკულად ახალი ეკლესია დაიბადა რომელიც უმნიშვნელოვანეს ფუნქციას შეასრულებს მართლმადიდებლური ქვეყნების ცხოვრებაში. ევროპული საქართველოს დელეგაციას გვაქვს პატივი დღეს ვიყოთ აქ და მივულოცოთ უკრაინელ ერს და უკრაინის სახელმწიფოს ეს უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტი“ - გიგი უგულავა





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics