23:24 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-02 20:07:03, 1588 ნახვა

კომენტარი
ბესელია: ახალგაზრდა გოგოები არიან დაპატიმრებული და არ მინდა ეს სიმძიმე ვატარო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, გამოძებამ უნდა დაადგინოს თუ ვისი ხელმძღვანელობით ხდება ფარული ჩანაწერების გავრცელება. 

მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელების საკითხზე არ უმსჯელიათ. 

„ჩვენ ვიცით, ვინ არის ამ უკანონო ჩანაწერის ავტორი, ვინ განახორციელა უკანონო ჩაწერა. ეს სადავო არ არის, განხორციელდა სააკაშვილის პერიოდში, მაგარამ ახლა საუბარია, ვინ არის ამ უკანონო კამპანიის და ამ მორალური ტერორის დირიჟორი, რომელიც ვერ აღწევს თავის მიზანს და ვერც მიაღწევს, თავადაც ხედავთ ამას. მაგრამ გამოძიებამ უნდა დაადგინოს არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან დღეს იმ ბრალდებით, რომ რაღაცნაირად ჩაერთნენ ამ გაზიარების ერთიან ქსელში და შეიძლება შემთხვევითაც მოხვდნენ ვიღაცები. აქვე მინდა ვთქვა, ჩემი ამოცანა არ არის, რომ გაუბედურდეს ოჯახები. ახალგაზრდა გოგოები არიან დაპატიმრებულები და ნამდვილად არ მინდა ახლა ეს სიმძიმე ვატარო, რომ ოჯახების ტრაგედია მოჰყვეს ამ მორალურ ტერორს. მე პრინციპულად მიმაჩნია, რომ კანონიერი, სამართლიანი და ჰუმანურიც უნდა იყოს გამოძიება იმ ადამიანების მიმართ, ვისი ბრალეულობაც ნაკლებია ამაში და აქ მექნება ძალიან სამართლიანი პოზიცია, მაგრამ პრინციპულია, რომ გამოძიებამ დაადგინოს ვინ რა მიზნით გააკეთა, რადგან დანაშაული მიზნის და მოტივის გარეშე არ არსებობს. ამ საკითხს დღის წესრიგიდან არ მოვხსნი. გამოძიების პრესტიჟის საკითხია, რომ ეს საკითხი დაადგინოს. ვაცადოთ გამოძიებას. არ მგონია, რომ დღეს და ხვალ უნდა ჩავრთოთ საათი. მე მეყოფა ამის ნებისყოფა და გამოცდილებაც, რომ დავაკვირდე პროცესი როგორ მიდის და შევაფასო სწორად მიდის თუ არა გამოძიება





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics