03:58 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 20:31:12, 1761 ნახვა

სამართალი
შსს - დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი youtube-ზე ატვირთა

დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელ “youtube”-ზე ატვირთა და ამ გზით გაავრცელა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

სამართალდამცველების მიერ, დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელ “youtube”-ზე ატვირთა და ამ გზით გაავრცელა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია მობილური ტელეფონი, სადაც აღნიშნული ვიდეოკადრები ინახება.

გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დასადგენად.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, საქმესთან დაკავშირებით გამოკითხულმა მოქალაქეებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან.

გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics