|
2019-01-30 15:50:23, 1509 ნახვა
პოლიტიკა
ვენესუელას დროებითი ხელისუფლება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღებას აპირებს
ვენესუელას დროებითი ხელისუფლება მზად არის, მისი წინამორბედი ხელმძღვანელის ნიკოლას მადუროს ბრძანება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გააუქმოს, - ამის შესახებ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის მიერ ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციაში დანიშნულმა სპეციალურმა წარმომადგენელმა გუსტავო ტარემ "კურიერთან" ეკსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. კურიერის კორესპონდენტის კითხვაზე, წაიღებს თუ არა ვენესუელა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას უკან და რას ფიქრობს კარაკასი ამ ნაბიჯის შემთხვევაში მოსკოვთან ურთიერთობის გართულებაზე, ტარემ უპასუხა, რომ რა თქმა უნდა, ვენესუელა უკან წაიღებს აღიარებას. „რა თქმა უნდა. თქვენ არც კი უნდა დამისვათ ეს შეკითხვა. ჩვენ არ ვაპირებთ მადუროს ადმინისტრაციის პოლიტიკის წარმოებას. ჩვენ რუსეთის ფედერაციის არ გვეშინია", - განაცხადა ტარემ. ვენესუელის მიერ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღებაზე აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ვენესუელაში, უილიამ ბრაუნფილდმაც, ისაუბრა. დიპლომატის თქმით, საქართველოს აქვს ყველანაირი უფლება, დაჟინებით მოითხოვოს ვენესუელის ხელისუფლებისგან აღიარების გაუქმება. "საქართველოს აქვს ყველანაირი უფლება, არამხოლოდ ურჩიოს, არამედ დაჟინებით მოითხოვოს კიდეც ვენესუელის ხელისუფლებისგან იმ ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება, რომელიც ისტორიულად და ტრადიციულად საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ნაწილი იყო,"- აღნიშნა ბრაუნფილდმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)