11:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-30 13:21:34, 1127 ნახვა

პოლიტიკა
NDI: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 52%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 52%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას.

კვლევის მიხედვით, 41% აცხადებს, რომ გადაწყვეტილი აქვს ვის მისცემდა ხმას. გამოკითხულთა 6% აცხადებს, რომ არ იცის, 1% კი პასუხზე უარს აცხადებს.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, გამოკითხულთა 58% აცხადებს, რომ მიიღებდა მონაწილეობას, ხოლო 42% აცხადებს, რომ არ მიიღებდა.


 

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205
პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ,
სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა
(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის
+/- 2.1 პროცენტი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics