|
2019-01-29 14:17:36, 1477 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: 2019 წელს საქართველოს მრავალრიცხოვანი ინიციატივები ექნება
2019 წელს საქართველოს ექნება მრავალრიცხოვანი ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება სავაჭრო რეჟიმების განვითარებასმთელ რიგ ქვეყნებთან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ქობულიამ აღნიშნა, სავაჭრო რეჟიმების განვითარების მიზნით საქართველო თურქეთთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, ისრაელთან, ინდოეთთან, იაპონიასთან და ყურის ქვეყნებთან სავაჭრო რეჟიმების ლიბერალიზაციას და ამ კუთხით შეთანხმებებზე აქტიური მოლაპარაკებების წარმართვას გეგმავს. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმებები ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრირებას მსოფლიო ბაზარზე და ინვესტორთა მაღალი ნდობის მოპოვებას. თავის გამოსვლაში, გიორგი ქობულიამ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე. „ვგეგმავთ მთელ რიგ აქტივობებს, რომელიც უკავშირდება ჩვენი პროდუქტების სტანდარტიზაციის და ხარისხის სისტემების გაუმჯობესებას, მათ შორის ევროკავშირის ფიტოსანიტარულ სტანდარტებთან დაახლოებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირის ბაზრების გახსნას ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა. გიორგი ქობულიას შეფასებით, საერთაშორისო სტანდარტებთან ხარისხის სისტემების დაახლოება მნიშვნელოვანია არა მარტო საექსპორტო პოტენციალის განვითრებისთვის, არამედ პირველ რიგში იმისათვის, მოსახელობამ მიიღოს ხარისხიანი პროდუქტი. მინისტრმა ასევე ისაუბრა ფოსტის და სატელეკომუნიკაციო სფეროში ევროდირექტივების დანერგვის მნიშვნელობაზე, რაც ხარისხის ინფრასტრუქტურის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას და ეფექტური მომსახურების შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას. ბრიტანული ჟურნალის THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019"- ის ეგიდით კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს" ტექნოპარკში იმართება. ღონისძიება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა. კონფერენციაზე საპატიო სტუმრად მოწვეულია ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი. კონფერენციის მიზანია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი, ახალი გამოწვევებისა და მომავალი განვითარების პერსპექტივის გლობალურ კონტექსტში განხილვა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)