10:10 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-27 23:34:56, 1414 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - ამბებს, რომელსაც რუსები ლუგარის ცენტრზე იგონებდნენ არანაირი საფუძველიარ ჰქონდა

"ამბებს, რომელსაც ლუგარის ცენტრზე იგონებდნენ არანაირი საფუძველიარ ჰქონდა" -   ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა „აჭარის ტელევიზიის“ გადაცემაში „კვირის მთავარი“ საუბრისას განაცხადა.

"ლუგარის ცენტრი ყოველთვის იყო  რუსეთის მხრიდან დაუსაბუთებელი და სასაცილო ბრალდებების საგანი.  ამბებს, რომელსაც ლუგარის ცენტრზე იგონებდნენ არანაირი საფუძველიარ ჰქონდა. ასევე აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბევრი  შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან, რომ საკუთარი თვალით ენახათ თუ  რა კეთდება ლაბორატორიაში. იქ არაფერია საიდუმლო, ყველაფერი ღია და გამჭვირვალეა. და ჩვენ ვცდილობდით, კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალე გაგვეხადა სწორედ რუსეთისათვის, ის რაც ამ ლაბორატორიაში ხდება.

რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს: ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში თავად საქართველომ აიმაღლა ხმა და  ღიად დაიწყო საუბარი რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის თაობაზე ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი - საქართველომ ისაუბროს ამ ცენტრზე და გაფანტოს ფუჭი ბრალდებები." - განაცხადა როს უილსონმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics