|
2019-01-23 19:51:11, 1362 ნახვა
საზოგადოება
„ყაზტრანსგაზი“: ვაშლიჯვარში კუსტარულად გაყვანილი შიდა ქსელი და წებოვანი ლენტით გადაბმული რეზინის მილები დაგვხვდა
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს. კუსტარულად გაყვანილი შიდა ქსელი და წებოვანი ლენტით გადაბმული რეზინის მილები - ასეთი სურათი დახვდათ ვაშლიჯვარში, 7 ა კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ ბინაში შესულ მაშველებს და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებს. აღნიშნული მისამართიდან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება. კორპუსის ერთ-ერთი მობინადრის ინფორმაციით, სადარბაზოში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. კომპანიის სპეციალისტებმა კორპუსის გაზგაყვანილობა ადგილზე შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის ძლიერი კონცენტრაცია იყო. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა კორპუსს სასწრაფოდ შეუწყვიტეს გაზმომარაგება. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების გადაწყვეტილებით, მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. სამაშველო სამსახურის დახმარებით დაკეტილ ბინაში შესვლისას სპეციალისტებს უსაფრთხოების წესებისა და ტექნიკური ნორმების დარღვევით, თვითნებურად დამონტაჟებული შიდა ქსელი და კუსტარულად გადაბმული რეზინის მილები დახვდათ, საიდანაც გაზი ჟონავდა. ამ დროისთვის საფრთხე აღარ არსებობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)