05:08 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-23 17:16:49, 2939 ნახვა

სამხედრო
როზ უილსონი: ამერიკული ხომალდის ვიზიტი გამოხატავს მხარდაჭერას იმ რეფორმების, რომლებსაც ლევან იზორია ახორციელებს

„ამერიკული ხომალდის ვიზიტი გამოხატავს მხარდაჭერას  იმ რეფორმების, რომლებსაც ლევან იზორია ახორციელებს“, - ეს განცხადება აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როზ უილსონმა ბათუმში, ამერიკულ ხომლადზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე გააკეთა.

როზ უილსონის განცხადებით, თავდაცვის მინისტრი და მისი გუნდი ახორციელებენ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ფუნდამენტურ გაძლიერებას ისახავს მიზნად. 

„ამ ვიზიტის მიზანია გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რომელიც სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგას მეზობელი ქვეყნის მხრიდან და აჩვენოს სამხედრო სფეროში ამერიკის მხარდაჭერა, ასევე განაგრძოს თანამშრომლობა მიმდინარე მნიშვვნელოვანი რეფრომების მხარდასაჭერად, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მისი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური ახორციელებენ და მიზნად საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების ფუნდამენტურ გაძლიერებას ისახავს. ჩვენ ვამაყობთ საქართველოსთან თანამშრომლობით და „Donald Cook"-ის საქართველოში ვიზიტით“, - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როზ უილსონმა.

აშშ-ის საზღვაო ძალების სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდი „დონალდ კუკი" საქართველოში მეორედ იმყოფება. ტაქტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებით აღჭურვილი ამერიკული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 25 იანვრამდე დარჩება და სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად სხვადასხვა წვრთნაში მიიღებს მონაწილეობას.ამერიკული სამხედრო ხომალდის შემოსვლა მიზნად ისახავს სტაბილურობის განმტკიცებას შავ ზღვასა და მთლიანად რეგიონში. "დონალდ კუკი" არლი ბიორკის კლასის სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდია, რომელიც აღჭურვილია მართვადი რაკეტებით.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics