21:21 - 18 Aug, 2026
|
2019-01-23 15:27:53, 1192 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში, ბაღის აღსაზრდელმა შემთხვევით სადეზინფექციო ხსნარი დალია - იგი იაშვილის კლინიკაში მკურნალობს
ბათუმის ერთ-ერთ ბაღში 4 წლამდე ასაკის ბავშვმა შემთხვევით სადეზინფექციო ხსნარი დალია. აღნიშნულის შემდეგ ბავშვი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც "ექსპრესნიუსს" კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. "ბათუმიდან გადმოყვანილია 3.6 წლის ბავშვი, რომელსაც დალეული ჰქონდა სადეზინფექციო ხსნარი. მდგომარეობა საყურადღებო იყო და მოთავსდა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადყოფოს ტოქსიკოლოგიურ დეპარტამენტში. ამჟამად ბავშვის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა და გრძელდება მეთვალყურეობა", - აცხადებენ იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)