|
2019-01-23 13:38:00, 1030 ნახვა
საზოგადოება
პრემიერმა და PwC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების პერსპექტივა განიხილეს
საქართველოს სტრატეგია ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით და ამ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და კორპორაცია PwC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანანდ რაომ შეხვედრაზე, რომელიც დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. საუბრისას იმსჯელეს მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების პოტენციალსა და ინოვაციების დანერგვის მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოს როლზე აღნიშნულ სფეროში. კორპორაცია PwC-ი მსოფლიოს 158 ქვეყანაში საქმიანობს და 250 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. კომპანიის შემოსავალმა გასულ წელს 41 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)