|
2019-01-22 14:51:50, 1222 ნახვა
საზოგადოება
„კონფლიქტი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო“ - დათუნაშვილმა სასამართლოს ჩვენება მისცა
მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ადასტურებს, რომ მასსა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს გეგა გეგეშიძეს შორის დაპირისპირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. როგორც დათუნაშვილმა აღნიშნა, დაპირისპირების მიზეზი ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ერთ-ერთი სპორტსმენის დაბლოკვის ხარჯზე, საკუთარი მოსწავლის დახმარება იყო. სპორტსმენის თქმით, მან გამოძიებას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა. "ჩემო მოთხოვნა არ არის, რომ ვინმე დააკავონ. უბრალოდ გამოვიდა და ტყუილების თქმა დაიწყო. ხალხმა თვითონ შეაფასოს ეს ყველაფერი. ჩემი მოთხოვნაა, ამ ადამიანმა დატოვოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა, რადგან ამ პოსტის დაკავება მას არ ეკუთვნის. გამოძიებას ვენდობი და იმედი მაქვს, რომ ყველაფერს დროულად გამოიძიებენ", - განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა. ცნობისთვის, ზურაბ დათუნაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა. შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ, მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)