|
2019-01-22 14:47:05, 1165 ნახვა
საზოგადოება
ბატიაშვილი ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარ დაპირისპირებაზე - გადაწყვეტილებას გამოძიების დასრულების შემდეგ მივიღებთ
„ასეთი ფაქტები მიუღებელია - გადაწყვეტილებას გამოძიების დასრულების შემდეგ მივიღებთ“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა. მინისტრი სპორტის სასახლეში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, სპორტსმენები ვარჯიშზე უნდა იყვნენ ორიენტირებული. „ასეთი ფაქტები მიუღებელია, ჩვენი პოზიცია არის ასეთი. იცით რომ მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების დასრულების შემდეგ რა დასკვნებიც გაკეთდება იმის მიხედვით უკვე ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში მივიღებთ გადაწყვეტილებას. მაგრამ პოზიცია გვაქვს ერთი, სპორტში უნდა იყოს მშვიდი გარემო. პირველ რიგში, ყველანაირი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს სპორტსმენს, რომ მშვიდ გარემოში ვარჯიშობდეს, ორიენტირებული იყოს ვარჯიშზე და არ გვიხდებოდეს საუბარი კონფლიქტურ სიტუაციებზე“, - განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე,ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ, მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა. შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)