2015-06-16 18:53:09, 518 ნახვა
საზოგადოება
სტიქიის შედეგად დაზარალებული 400-მდე ადამიანი, 10 სასტუმროსა და 10 კერძო სახლში გადაანაწილეს
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ყველა ადამიანი სასტუმროებსა და კერძო სახლებშია გადაყვანილი.
დაზარალებულია 400-მდე პირი(80ოჯახი), რომლებიც 10 სასტუმროსა და 10 კერძო სახლში გადანაწილდნენ.
"მოსახლეობა უზრუნველყოფილია საკვებით, პირველადი მოხმარების ნივთებით, მედიკამენტებით და საბავშვო პროდუქტებით.
ყველა სასტუმროში მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდენ მოხალისეები, რომლებიც დაზარალებულებთან გასაუბრების შედეგად აღწერდენ მათ საჭიროებებს და ხდებოდა შეგროვებული პროდუქტების გადანაწილების ოპტიმიზაცია.
ბიზნესჯუფებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააკეთონ საზაფხულო სკოლები და მოაწყონ ექსკურსიები დაზარალებული ბავშვებისთვის",-ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან