|
2019-01-21 15:16:18, 1360 ნახვა
საზოგადოება
ილია ელოშვილი N85 საჯარო ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, N85 საჯარო ბაგა-ბაღში იმყოფებოდა, სადაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. მერის მოადგილემ აღსაზრდელებსა და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის განახლება მიულოცა და ახლადგარემონტებული ჯგუფები დაათვალიერა. „მინდა, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყება მივულოცო მშობლებს, მასწავლებლებს და რა თქმა უნდა, ბავშვებს. თბილისის ყველა ბაღი სასწავლო წელს მომზადებული შეხვდა. სკოლამდელი აღზრდა მერიისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. არდადეგების პერიოდი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ 180-ვე ბაღში, როგორც საჭირო სარემონტო სამუშაოები, ასევე ყველა ის სადეზინფექციო სამუშაო ჩაგვეტარებინა, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული და აუცილებელია“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. ზამთრის არდადეგების პერიოდში, ზოგიერთ საჯარო ბაღში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები განხორციელდა. N85 ბაგა-ბაღში სამზარეულოს ცალკე შენობაში გადატანა მოხდა, მის ადგილას კი ორ-სამწლიანთა ჯგუფისთვის ინდივიდუალური შესასვლელით, იზოლირებული საპირფარეშოთი და სათავსოებით, ახალი ოთახი მოეწყო. ბაგა-ბაღს ასევე, ადმინისტრაციული პერსონალისთვის საჭირო კაბინეტები დაემატა. დედაქალაქში 180 საჯარო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელი სკოლამდელ განათლებას უფასოდ იღებს.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)