|
2019-01-21 13:16:06, 992 ნახვა
საზოგადოება
მიქაუტაძე საპროტესტო აქციაზე: კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათ ამოძრავებთ პირადი ინტერესები
„კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათ ამოძრავებთ პირადი ინტერესები“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნების საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი მიქაუტაძის თქმით, მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიზანმიმართული დევნა ხორციელდება. „არანაირ კრიტერიუმსა და რეგულაციებზე საუბარი მათ არ სურთ. ხორციელდება მიზანმიმართული დევნა კონკრეტული მოსამართლეების, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც საბჭომ საქართველოს კონსტიტუციის და ორგანული კანონის სრული დაცვით მიიღო. შეგახსენებთ, რომ ეს არის ე.წ შუალედური გადაწყვეტილება წარდგენის შესახებ, რომელზეც უნდა იმსჯელოს საქართველოს პარლამენტმა. მიზანი და მიზეზი არის ერთადერთი რომ ჰქონდეთ გავლენა პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და კონკრეტული კანდიდატების შერჩევისას იყოს მათი მხრიდან ჩარევა. თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ისე როგორც ეს აქამდე ხდებოდა, მაშინ კმაყოფილები იქნებიან, ხოლო თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საერთო სასამართლოების სისტემა დამოუკიდებლად წარადგენს კანდიდატებს და ახორციელებს თავის საქმიანობას აბსოლუტურად დამოუკიდებლად ეს, რა თქმა უნდა, იწვევს მათ უკმაყოფილებას და კონკრეტული მოსამართლეების პიროვნული დევნის ფორმით გამოხატავენ პროტესტს“,-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)