08:52 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-21 11:57:37, 1248 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და ლიეტუვას პრემიერ-მინისტრებმა რეგიონული პროექტების ერთობლივად განხორციელების პერსპექტივა განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ლიეტუვას რესპუბლიკაში ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძეს საულიუს სკვერნელისმა ლიეტუვას  რესპუბლიკის მთავრობის სახლში უმასპინძლა.

პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურებაზე და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობისა და პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ.

ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის დღის წესრიგში არსებულ ძირითად საკითხებზე. ქართულმა მხარემ ხაზი  გაუსვა ლიეტუვას რესპუბლიკის მნიშვნელოვან მხარდაჭერას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის წარმატებული რეფორმების გაზიარების მიმართულებით.  აღინიშნა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტების ერთობლივი განხორციელების პერსპექტივა.

შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო  ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალი ფორმატები, რომლებიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მეტ იმპულსს მისცემს, ასევე - ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა.

ქართულმა მხარემ ლიეტუვას ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებებში საქართველოს მხრიდან საგარეო  საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი,  ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია მონაწილეობდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics