|
2019-01-19 12:36:16, 1506 ნახვა
საზოგადოება
„ყაზტრანსგაზის“ ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ოფისთან მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებული ყველა დამნაშავე სრული სიმკაცრით არ დაისჯება. შეგახსენებთ, დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, საღამოს 20:00 საათზე მოხდა. აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი, ხოლო 8 ადამიანი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა კომპანია "ყაზტრანსგაზის" 2 თანამშრომელი დააკავეს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)