|
2019-01-19 11:51:36, 3054 ნახვა
სამხედრო
I ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული ავღანათშია
საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული სრული შემადგენლობით ავღანეთში ჩავიდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვედანაყოფს მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი პოლკოვნიკი, მალხაზ მერლანი და I I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის მეთაური, კაპიტანი ანდრო კანკია დახვდნენ და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გამგზავრებამდე ასეულმა სამ თვიანი მომზადება საქართველოში,ხოლო შემდეგ ხუთი თვის განმავლობაში გერმანიაში 411-ე ბატალიონთან გაიარა და უმაღლესი შეფასება მიიღო. რამდენიმე დღეში I ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული I I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს როტაციის წესით ჩაანაცვლებს და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებას, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, შვიდი თვის განმავლობაში შეუდგება. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იქნება.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)