|
2019-01-18 18:27:04, 1492 ნახვა
საზოგადოება
შსს დნმ-ის საერთაშორისო სტანდარტების, უახლესი ლაბორატორიით აღიჭურვება
საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, უახლესი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დნმ-ის ლაბორატორია იქმნება. ლაბორატორიის საშუალებით შესაძლებელი იქნება დანაშაულის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ბიოლოგიური ნიმუშების დროული და მაღალი ხარისხის ექსპერტიზის დასკვნების მომზადება. თანამედროვე ლაბორატორიით აღჭურვის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონაცემთა ბაზებს, ასევე, მათ საჭირო ნიმუშებით შევსებაში დაეხმარება, რაც კიდევ უფრო გაზრდის დნმ ექსპერტიზის ეფექტურობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს დნმ ლაბორატორია 24/7 რეჟიმში იმუშავებს, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის ფაქტების სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას. დნმ-ის ლაბორატორიისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენის შესახებ განკარგულება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)