|
2019-01-18 16:20:12, 1216 ნახვა
საზოგადოება
ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოცდაუცველებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში შემწეობა არ გაუუქმდებათ, იანვრიდან ამოქმედდება
ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში სოციალური შემწეობა არ გაუუქმდებათ იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ერთი წლის განმავლობაში სოციალური დახმარება, არ გაუუქმდებათ ხოლო მეორე წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ყველა არამონეტარული შეღავათი. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ჩვენ დაგვეხმარება სიღარიბესთან ბრძოლაში. მე მინდა, მოვუწოდო ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომლებიც იღებენ სოციალურ შემწეობას, რომ აქტიურად ისარგებლონ ამ შეღავათით. მინდა ყველას შევახსენო, რომ აღნიშნული ინიციატივა ვრცელდება იმ ოჯახებზე, რომელთა ქულების რაოდენობა მონაცემთა ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას. ამასთან ერთად, დღესვე გამოდის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ბავშვები, რომლებიც ამ ოჯახებში იზრდებიან, ჩვენ ხუთჯერ გავზრდით ფინანსურ დახმარებას 10 ლარიდან 50 ლარამდე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)