|
2019-01-18 11:00:32, 1015 ნახვა
საზოგადოება
განათლების სამინისტრო სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით სასწავლო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით სასწავლო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს. სამინისტრო დაწესებულებებს მოუწოდებს, სწავლის პროცესის დაწყებამდე, შენობები სადეზინფექციო სამუშაოებით უზრუნველყონ. „21 იანვარს საქართველოში სასწავლო პროცესი განახლდება. შესაბამისად, ვირუსების გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავს რეკომენდაციით სასწავლო დაწესებულებებს, სწავლის პროცესის დაწყებამდე, შენობები სადეზინფექციო სამუშაოებით უზრუნველყონ. ამასთანავე, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ, სისტემატურად დაიცვან სრული სისუფთავე, დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი. სკოლებმა უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასცილებას უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)