|
2019-01-17 10:26:33, 965 ნახვა
საზოგადოება
პოლიციამ აფეთქების შედეგად დაზარალებულებს, სახლებში შესვლის და ნივთების გამოტანის უფლება მისცა
პოლიციამ, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს, შემთხვევის ადგილზე, საკუთარ სახლებში შესვლის და პირადი ნივთების გამოტანის უფლება მისცა. კორპუსის მაცხოვრებლებს ბინებში უსაფრთხოების წესების დაცვით შესვლაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრები ეხმარებიან. შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პერიმეტრზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ამ ეტაპზე, დაზარალებული მოსახლეობა სრულად უზრუნველყოფილია დროებითი საცხოვრებელი ადგილებით. როგორც ცნობილია, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მდგომარეობის სრული შემოწმების შემდეგ, მოხდება გადაწყვეტილების მიღება, თუ რამდენად ექვემდებარება ის აღდგენას. შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)