|
2019-01-17 10:11:02, 1053 ნახვა
საზოგადოება
„ქართული ოცნება“ - დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე დაწყებული გამოძიება, უმოკლეს ვადაში გამოავლენს პასუხისმგებელ პირებს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. როგორც მმართველი პარტიის განცხადებაშია აღნიშული, მომხდართან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება, უმოკლეს ვადაში გამოავლენს მომხდარზე პასუხისმგებელ პირებს. „პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ღრმა მწუხარებას გამოხატავს თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, რამაც 4 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი იმსხვერპლა. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და თანადგომას უცხადებს მათ ამ უმძიმეს წუთებში. აფეთქების შედეგად დაშავებულებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. დარწმუნებული ვართ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება, უმოკლეს ვადაში გამოავლენს მომხდარზე პასუხისმგებელ პირებს“, - ნათქვამია განცხადებაში. დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)