01:00 - 19 Aug, 2026
|
2019-01-16 22:11:39, 917 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში აფეთქების ადგილზე პრემიერ-მინისტრი მივიდა
დიდ დიღომში, სადაც ცოტა ხნის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მივიდა. იგი ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად ეცნობა. მასთან ერთად ტერიტორიაზე იმყოფება თბილისის მერი კახა კალაძე, მისი მოადგილე ილია ელოშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე. შეგახსენებთ, დიდ დიღომში აფეთქებას დადასტურებული ინფორმაციით 3 ადამიანი ემსხვერპლა, 10-მდე კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 4 ბავშვია. აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების სიმძლავრემ კორპუსის და მიმდებარე საცხოვრებლების ფანჯრები ჩაამსხვრია. მოსახლეობა ევაკუირებულია. ტერიტორიაზე სახანძრო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობენ. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)