|
2019-01-16 16:27:41, 1395 ნახვა
სამართალი
იუსტიციის საბჭოს წევრი შოთა ქადაგიძე ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას აბსურდულს უწოდებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი შოთა ქადაგიძე მისი კოლეგების - ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხს უკავშირდება. როგორც ქადაგიძე აცხადებს, საკანონმდებლო ინიციატივაში ავტორების მიერ წარმოდგენილი მთავარი პრინციპი, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატის პარლამენტში წარდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ერთხმად მიღებას გულისხმობს, აბსურდულია. „მინდა კომენტარი გავაკეთო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების - ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის მიერ მიმდინარე წლის 15 იანვარს საქართველოს პარლამენტში წარდგენილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის ხუთი პრინციპიდან, მათი განმარტებით ყველაზე მთავარ, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე უფრო აბსურდულ პრინციპზე, რომელიც გულისხმობს საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტში წარდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად, ყველა წევრის თანხმობით. აღნიშნულ პრინციპთან დაკავშირებით, ჩემს მიერ მოძიებული და შესწავლილი იქნა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პრაქტიკა, სხვადასხვა ქვეყნების იუსტიციის უმაღლესი საბჭოების მიერ გადაწყვეტილების მიღების წესის შესახებ. ევროპის საბჭოს წევრი არცერთი ქვეყნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არც ერთ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არ ხდება ყველა წევრის თანხმობით. დადგენილია გადაწყვეტილების მიღება ხმათა უმრავლესობით ან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა რეგლამენტში ცვლილების შეტანა ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევა, გადაწყვეტილება მიიღება ხმათა ორი მესამედით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მოცემული დანაწესი შექმნის ძალიან რთულ ვითარებას იმ კუთხით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თუნდაც ერთ წევრს, პირადი, მიკერძოებული დამოკიდებულების გამო, შესაძლებლობა ექნება საბჭოს არ მისცეს საშუალება, კანდიდატის მაღალი კვალიფიკაციისა და კომპეტენტურობის მიუხედავად, მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება. ეჭვგარეშეა, რომ ამ შესაძლებლობას საბჭოს დასახელებული წევრები წარმატებით გამოიყენებენ, რითაც კვლავ შეეცდებიან საბჭოს მუშაობის შეფერხებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია დავეთანხმო ქალბატონების მიერ შემოთავაზებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პრინციპებს და მიმაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების შესარჩევი კრიტერიუმების და წესის დადგენა უნდა მოხდეს მხოლოდ სამართლებრივი დასაბუთებისა და ევროპის საბჭოს ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით“, - ნათქვამია შოთა ქადაგიძის განცხადებაში. ცნ ობისთვის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით გუშინ მიმართეს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)