21:48 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-16 14:43:51, 1742 ნახვა

სამართალი
გიგა მაქარაშვილი, რომელსაც გორის მერიის მაღალჩინოსანმა თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

გასული წლის 10 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ მომხდარ ფაქტზე, სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მაქარაშვილი დაზარალებულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ 2018 წლის 10 ოქტომბერს, სამოქალაქო მოძრაობის  „რუსეთი ოკუპანტია“-ს  აქტივისტები გიორგი მაქარაშვილი, ანა ჭარხალაშვილი და ლუკა იმედაშვილი, ქალაქ გორში, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ ატარებდნენ  საპროტესტო აქციას. მათ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ დაყარეს პურის მარცვალი და ნაკელი. აქციის დასრულების შემდეგ, მისი მონაწილეები კიბეებს ასუფთავდნენ და მიტანილ ნაგავს  პლასტმასის ურნაში ყრიდნენ, რა დროსაც გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მანველიშვილმა აქტივისტ გიორგი მაქარაშვილს ნაგვით სავსე ურნა თავზე დააყარა, რითაც გიორგი მაქარაშვილი დაამცირა და პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენა,  რამაც მას ძლიერი ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა მიაყენა.  საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics