|
2019-01-16 12:54:44, 947 ნახვა
საზოგადოება
ხვალ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
16 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, 17 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, დაბლობსა და ბარში შესაძლებელია თოვლჭყაპი. მთიან და მაღალმთიან რაიონებში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა, ზოგან ქარბუქი. "❄️ 18 იანვარს დღისით გამოიდარებს და 19 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელია. დაბლობსა და ბარში დაეცემა ღამის მინიმალური ტემპერატურა: დასავლეთ საქართველოში ზოგან -5 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში -9 გრადუსამდე (შიდა ქართლში). თბილისში 16 იანვარს დღე უნალექოდ ჩაივლის, დღის ბოლოს გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსი იქნება. 17 იანვარს მოსალოდნელია თოვლჭყაპი, იქროლებს ძლიერი ქარი, ტემპერატურა დღის საათებში +4 გრადუსამდე დაიკლებს. 18 -19 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა ღამის საათებში -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს", - წერია უწყების ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)