|
2019-01-16 12:31:09, 967 ნახვა
საზოგადოება
გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ჩასაბარებლად კონკრეტული ადგილები გამოიყო
თბილისის მერიამ გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ჩასაბარებლად კონკრეტული ადგილები გამოყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძის განცხადებით, უკვე გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების მოხვედრა სანაგვე კონტეინერებში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მისივე თქმით, მოსახლეობას ვაკის, ვერის, კიკვიძისა და რიყის პარკებში მათი ჩაბარება უკვე შეუძლია. „ჩემი, თქვენი და ყველას ინტერესია გავუფრთხილდეთ ბუნებას. თბილისის მერია კამპანიის - „გავუფრთხილდეთ ქალაქს“ ფარგლებში, იწყებს აქციას - ჩააბარეთ უკვე გამოყენებული ნაძვის ხეები და ჩიჩილაკები ვაკის, კიკვიძისა და რიყის პარკებში, ასევე, ვერის ბაღში, სადაც შეიქმნა სპეციალური სივრცეები. ჩაბარებული მასალა სპეციალურად დამუშავდება და სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენება“, - განაცხადა კახა კალაძემ. „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ჩაბარებულ მასალას სპეციალური აპარატით - მულჩერით დააქუცმაცებენ. დამუშავებული მასალა გამოიყენება, როგორც დეკორატიული მიზნებისთვის, ასევე, მიწის გასანოყიერებლად. გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ჩაბარების პროცესი 20 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)