01:52 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-10 14:27:53, 700 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ლიდერები ვენესუელაში ჩავიდნენ

ოკუპრებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო პრეზიდენტები, რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი კარაკასში იმყოფებიან, სადაც ვენესუელის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეული ნიკოლას მადუროს ინაუგურაციას დაესწრებიან, - ამის შესახებ "რესი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები ნიკოლას მადუროს შეხვდებიან. მანამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, ქვეყნის ყოფილი ლიდერის უგო ჩავესის ხსოვნას პატივი მიუგო. 

მისივე განცხადებით, "უგო ჩავესი გამორჩეული ლიდერი იყო, რომლის დამსახურებითაც ვენესუელამ რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა".

ცნობისთვის, ვენესუელამ საქართველოს, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად 2009 წლის სექტემბერში ცნო. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics